„პიკეტირება - ხმაური თავისუფლებისთვის!“- ასეთია აქციის სლოგანი, რომელსაც გმირთა მოედანზე აქტივისტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციას მართავენ.
გერმანიის ბუნდესტაგის ევროპულ საკითხთა კომიტეტისა და კულტურისა და მედიის საკითხთა კომიტეტის წევრი, თომას ჰაკერი და გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი, საქართველოში, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დედებმა შვილებთან ერთად გააპროტესტეს. აქციაზე სახელწოდებით „დედები შვილების ევროპული მომავლისთვის“, დედასთან ერთად იმყოფებოდა აქციის ყველაზე პატარა მონაწილე 3 თვის თინა.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე გამართულ კენჭისყრაზე პროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი წავიდა პარლამენტის 23 წევრი.