LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კანონპროექტი

“ეიპიემ ტერმინალს ფოთი” საზღვაო კოდექსში შესატან ცვლილებებს ეწინააღმდეგება

"კანონპროექტის გაცხადებული მიზანი ბიზნესოპერატორების ინტერესების დაბალანსებაა, სინამდვილეში კი ცვლილებები ვერ უზრუნველყოფს ეიპიემ ტერმინალსის, როგორც ინვესტორისთვის, სამართლიან და თანასწორ მოპყრობას" - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინაში პრორუსული პარტიების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირეს

იკრძალება ისეთი პოლიტიკური პარტიების შექმნა და საქმიანობა, რომელთა პროგრამების მიზნები ან ქმედებები მიმართულია უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესიის გამართლებისკენ, მართლზომიერების აღიარებისა ან უარყოფისკენ.

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

შესაძლებელია მსჯელობა შედარებით მეტი შეღავათის დაშვებაზე გარკვეული კატეგორიის პატიმრებთან მიმართებით, მაგალითად, ხანდაზმულები, არასრულწლოვანები, ქალები. მეორე მოსმენისთვის ამ საკითხებზეც გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია“, – განაცხადა მომხსენებელმა.

უკრაინის რადამ იარაღის თავისუფალი ტარების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

კანონპროექტით, უკრაინის მოქალაქეებსა და ქვეყანაში ცხოვრების უფლების მქონე პირებს გაუმარტივდებათ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ნაწილებისა და ამუნიციის შეძენა, შენახვა და თავდაცვის მიზნით გამოყენების შესაძლებლობა.

სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო ხდება

ცვლილებების მიხედვით, სავალდებულო იქნება შენობებზე სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება და სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსებაც.