ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები საქართველოს მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით.
ინიციატივის ორგანიზატორების განცხადებით, მოქალაქეები ხელმოწერით ადასტურებენ, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მათი არჩევანია და ეს ქვეყნისთვის აუცილებელია.
"კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების აღიარება იქნება და დააჩქარებს ქვეყნის წინსვლას ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით" - აღნიშნულია მიმართვაში, რომლის ადრესატიც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენია.