შოუბიზნესი ვიდეო: „საოცრად ნიჭიერი და დიდი მომავლის მქონე კატო! ძალიან კარგად იმღერა, ეს სიმღერა ანსამბლ „მზიურში“ თამრიკო ჭოხონელიძემ შეასრულა, კატოს არ მოწონება როგორ შეიძლება, პატარა მზის სხივია ამ სამყაროში“ – ტანმოვარჯიშე და მომღერალმა კატო ასპანაშვილმა „იმედის“ ეთერში არტისტული შესრულებით მსმენელი მოხიბლა 29 ივლისი, 2025 ტელეკომპანია „იმედის“ საბავშვო პროექტმა - „პატარების დიდი შოუ“, მაყურებელს არაერთი ნიჭიერი მოზარდი გააცნო, მათ შორის არის კატო ასპანაშვილიც - ტანმოვარჯიშე და ახალბედა მომღერალი გოგონა, რომელიც ფართო აუდიტორიის წინაშე სწორედ აღნიშნულ პროექტში წარდგა.