კონგრესში „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს საზღვარზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის თვალსაზრისით, რაც საშუალებას იძლევა თავიდან იყოს აცილებული მორიგი „შათდაუნი“.
როგორც ტრამპმა „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, მან „დემოკრატებს“ 30 დღით მთავრობის დაფინანსების აღდგენა შესთავაზა, სანაცვლოდ კი მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება მოითხოვა, თუმცა, უარი მიიღო.