LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კესარია აბრამიძე

„ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეს უწოდებდა „ბუნების შეცდომას“, უმოწმებდა ტელეფონს, უკონტროლებდა ჩაცმის სტილს და თუ რამე არ მოსწონდა, სცემდა, ყელში ახრჩობდა, თმითაც უთრევია“ – პროკურორი მოწმის ჩვენებიდან

პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ სასამართლოს სხდომათა დარბაზში დიდ მონიტორზე მტკიცებულებათა ნაწილი წარადგინა, მათ შორის, მკვლელობის იარაღი - დანა და შემთხვევის ადგილი.

„სხვადასხვა ადგილას 28 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ჰქონდა“ – სამედიცინო ექსპერტის განცხადებით, კესარია აბრამიძის გარდაცვალების მიზეზი მწვავე სისხლნაკლებობა გახდა

ექსპერტი თბილისის საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულ ბექა ჯაიანის საქმეზე ჩვენებას აძლევს და ამბობს, რომ კესარია აბრამიძეს სხეულის სხვადასხვა ადგილას 28 ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა ჰქონდა და მწვავე სისხლნაკლებობა აღენიშნებოდა.