უკვე ზედიზედ მეოთხე თვეა, რაც ინდექსი კლების ტენდენციას ინარჩუნებს და ივნისში, მაისთან შედარებით, ის 2.4%-ით შემცირდა.
ხაჭაპურის ინდექსი წლიურ ჭრილში თბილისსა და ბათუმში გაიზარდა, ხოლო ქუთაისსა და თელავში შემცირდა.
ყველის ფასი, რომელიც ხაჭაპურის ერთ-ერთი მთავარი ინგრედიენტია, 2022 წლის აპრილთან შედარებით, უმნიშვნელოდ, 1.6%-ით შემცირდა.
ყველის ფასის სეზონური რყევები ყველაზე მკვეთრად ქუთაისში იგრძნობა.