შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომლის თანახმად, გუშინ დიდ დიღომში, ტექნიკის საწყობში გაჩენილი ხანძრისას დაშავებული პირი ცეცხლის განზრახ გაჩენაშია ბრალდებული.
როგორც შსს-ში განაცხადეს, ამჟამად მიმდინარეობს საქმესთან დაკავშირებით ძიება და დამატებით დეტალებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გაახმაურებენ.
"დაგვიკავშირდა მეხანრე-მაშველების მიერ წუხელ, დიდ დიღომში გადარჩენილი ლეკვების პატრონი, რომელსაც ორივე ლეკვი უვნებლად ჩავაბარეთ,"- წერს მიშა ფეიქრიშვილი.