„ეს არ არის მხოლოდ რესპირატორული ვირუსი; ეს არის სისტემური ვირუსი, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ზიანი და კლინიკური შედეგები თითქმის ყველა ორგანოს სისტემაში“, - წერს ზაზა წერეთელი.
არ დაგვავიწყდეს არსებობს ხანგრძლივი კოვიდი, რომელიც გრძელდება 6-7-8 თვის განმავლობაში, არცერთი მათგანი სიცოცხლისთვის საშიში არ არის, მაგრამ სიცოცხლის ხარისხს მკვეთრად აუარესებს, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
„შეიძლება კორონავირუსი მსუბუქად, საერთოდ უსიმპტომოდ გადაიტანოთ, მაგრამ შეიძლება შემდეგ გამოჩნდეს ისეთი გართულებები, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება", - აცხადებს ჩხაიძე.