"ეს ჩართვა გავაკეთე მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ვიცი, ის ადამიანები ვინც ებრძვიან სიმსივნეს, როგორი მძიმეა მათთვის ეს გზა გასავლელად და რამხელა ნუგეშია, როდესაც გაიგებ, რომ ვიღაცა გამოჯანმრთელდა"
ნინი ქარსელაძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს. მომღერალი წერს, რომ ამ დღეს სამი წელიწადი ელოდებოდა, ანუ მას შემდეგ, რაც მის დედას, ხათუნა ჟორდანიას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.