რაც შეეხება სანქციებს, როგორც ლაგაზიძე აცხადებს, ამ ეტაპზე დაწესებული სანქციები ვერ იქნება რუსეთის შემდგომი ნაბიჯების შემაკავებელი, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთი რუსეთის ქმედებების შესაბამისად განიხილავს შემდგომ სანქციებსაც.
"გერმანია ღიად აცხადებს, რომ სანამ პუტინი ხელისუფლებაში იქნება, უკრაინა ნატოში ვერ შევა, ეს ხომ ცალსახად ნიშნავს, რომ საქართველოც ვერ შევა ნატო-ში. ასეთ შემთხვევაში, რას სთავაზობს ქართული ოპოზიცია საკუთარ ამომრჩევლებს"
„ახლა ისეთი სიტუაცია, როდესაც ვერ ვისაუბრებთ რუსეთის გამარჯვებაზე, რადგან რუსეთის ამ ულტიმატუმმა დღის წესრიგში დააყენა ევროპის გამოფხიზლების საკითხი", - აღნიშნა ხათუნა ლაგაზიძემ.
მისი თქმით, პირველ რიგში უნდა გაანალიზდეს 2016 წლიდან დღემდე და განსაკუთრებით, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ძირითადი ინსტრუმენტები, მიზნები, სამიზნეები და შედეგები.