ზახაშვილი: იმუნიზაცია უნდა ჩატარდეს ახლა, რაც შეიძლება ადრე, გრიპის სეზონის დაწყებამდე
ჩამოტანილია გრიპის ვაქცინის 43 000 დოზა და დანარჩენ რაოდენობას უახლოესი კვირების განმავლობაში ველოდებით.
ჩამოტანილია გრიპის ვაქცინის 43 000 დოზა და დანარჩენ რაოდენობას უახლოესი კვირების განმავლობაში ველოდებით.
თუ ჩვენ გვინდა რომ მსხვერპლი იყოს მინიმალური, დღეს, დროა, ყველა წავიდეთ აცრებზე, - აგანცხადა ხათუნა ზახაშვილმა.
ხათუნა ზახაშვილის განცხადებით, ქვეყანაში შემთხვევების მორიგი მატების ტალღა მოსალოდნელია. ამ პროგნოზის ფონზე კი აუცილებელია ადამიანებმა რაღაც მიზეზთა გამო, არ გადადონ ვაქცინაცია.
საკმაოდ, მკაცრად კონტროლდება ქვეყანაში ვაქცინის ვარგისიანობის ვადა და თითოეული დოზა საკმაოდ, კარგი ზედამხედველობის ქვეშაა, - აცხადებს ხათუნა ზახაშვილი.
"სამწუხაროდ, ეს ინფექცია გამოირჩევა ვერაგობით, ადამიანებს ძალიან დიდი ხანი აწვალებს და ზოგ შემთხვევაში, ექიმების შრომა რჩება ხოლმე დაფასების გარეშე და ადამიანები იღუპებიან კორონავირუსით."