როგორც გამოცემა „უნიანი“ იტყობინება, საუბარია ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ 109-ე პოლკზე, რომელმაც პოზიციები დატოვა, ასევე რუს მედესანტეებზე, რომლებიც ბრძოლის ველიდან გაიქცნენ.
რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები ხერსონის ოლქს მარტიდან აკონტროლებენ. მათ პოზიციებზე კონტრშეტევა უკრაინის არმიამ ივლისში დაიწყო მას შემდეგ, რაც აშშ-ისგან მიიღო სარაკეტო სისტემები (HIMARS).