„ბიზნესს არ ვეწინააღმდეგებით და ხელს არავის ვუშლით, მაგრამ ადამიანის უფლებებიც მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული და ეს ხმაური, რომელიც ღამის საათებში მათთვის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს, უნდა იყოს მოწესრიგებული“.
მისი თქმით, რესტორნებს, ბარებსა და კაფეებს, ამ ობიექტებზე ხმაურის დასაშვები დონე დღე-ღამის ყველა მონაკვეთში არის ერთნაირად შეზღუდული და იგი 50 დეციბელს არ უნდა აღემატებოდეს.