როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, განხორციელებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პატიმართან ჩხუბისა და ძალადობის ფაქტი არ დასტურდება.
„23 იანვარს შეიყვანეს „ვივა მედში“ ინსულტის ნიშნებით. ვინ და რატომ ცემა, ეს ჩვენთვის უცნობია. არც ერთხელ ციხიდან არ დაურეკავთ არც ჩემთვის და არც ოჯახისთვის, თქვენი შვილი საავადმყოფოშიაო“ - ამბობს ადვოკატი.
ხვიჩიას კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებაზე, რომლის თანახმადაც, სააკაშვილი სხვა პალატაში გადაიყვანეს, სადაც ტელევიზორი არ აქვს.