LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოალიცია ცვლილებებისთვის

„გვაქვს უმძიმესი დღეები, დავკარგეთ ღიმილით, ხალისითა და სიცოცხლით სავსე ელენე, გვიჭირს დაჯერება და გააზრება, რომ ანა ამ წუთებში, სიცოცხლისთვის იბრძვის“ – ნიკა მელია

„ამ ჭირში ახლა გამაგრება, ერთად და მყარად დგომა, გლოვა და თან ბრძოლა გვმართებს, ურთულესია ეს ყველაფერი“ - წერს ნიკა მელია.

„ქართული ოცნება“ ცდილობს „რუსული კანონი“ აამოქმედოს და სრულიად ხელოვნური ბარიერები შექმნას, რომ არჩევნებზე დაკვირვება არ მოხდეს“ – ელენე ხოშტარია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ განცხადებაზე

ხოშტარია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ „არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” 26 ოქტომბრის არჩევნებს თავად ორგანიზაციის სახელით ვეღარ დააკვირდება“.

„რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე უკანონოდ დაკავებულ გიორგი შანიძეს ივანიშვილის სასამართლომ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ის შერჩევითი მართლმსაჯულების მსხვერპლი და პოლიტიკური პატიმარია“ – „კოალიცია ცვლილებებისთვის“

„26 ოქტომბერს ცვლილებით უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტიკური პატიმარი და შევქმნათ თავისუფალი და სამართლიანი სასამართლო სისტემა, რომელიც მოემსახურება ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს“.

გაერთიანებას „კოალიცია ცვლილებისთვის“ „რესპუბლიკური პარტია“ და ორგანიზაცია „აქტივისტები მომავლისთვის“ შეუერთდნენ

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა, ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, რომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ოთხი ნომრით პროფესიონალიზმსა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებულ პოლიტიკას მოიტანს.