"იუსტიციის სამინისტრო, პრაქტიკულად, დაემუქრა მიხეილ სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს - თუ სასამართლოსთან აქციებს მოვაწყობთ, მას ისევ გლდანის ციხეში გადაიყვანენ" - აცხადებს ნაყოფია.
ნაყოფიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე გამართულ სასამართლო პროცესს ისტორიული უწოდა და თქვა, რომ სამარცხვინოა, როდესაც ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს ბიძინა ივანიშვილის სასამართლო ასამართლებს.