დღე არ გავა, რომ მექსიკიდან ჩამოსულზე ვინმემ არ დარეკოს. თუ შეიძლება მართვის მოწმობის აღებაში რეკომენდაცია გავუწიოთ ან მონროში იმუშაოსო, - თქვა სუბელიანმა.
"წინა ხელისუფლების დროს, ხელფასის გარდა, სხვა შემოსავალზე არასდროს გვიმუშავია, ასეთ ადამიანებს დაუარეს, ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელმაც კახა ბენდუქიძე გააქცია ქვეყნიდან – პირადად უთხრეს: გაჩუმდი, თორემ დაგიჭერთო“, – განაცხადა კობა სუბელიანმა.
მისი თქმით, 2012 წლის შემდეგ ოჯახს ფინანსურად ძალიან გაუჭირდა, არ ჰქონდათ საჭმლის ფული და თავად იდგა არჩევანის წინაშე, რომ ან ბიძინა ივანიშვილის გუნდში უნდა „გადაბარგებულიყო“ ან ის ნაბიჯი გადაედგა, რომელიც გადადგა და ამერიკაში სამუშაოდ წასულიყო.