ეს აღიქმება ხელისუფლების მცდელობად, ხელი შეუშალოს დემოკრატიულ პროცესებს და ებრძოლოს არა COVID-19-ის გავრცელებას, არამედ – იმ საპროტესტო ტალღას, რომელსაც უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ვადევნებთ თვალს
დღეს კომენდანტის საათი შედის ძალაში, რომლის მიხედვითაც, 22:00 საათიდან მოქალაქეების ქუჩაში ყოფნა აკრძალულია. მოქალაქეს, რომელიც ამ წესს დაარღვევს, პოლიცია 2000 ლარით დააჯარიმებს.