„არ ვიცნობ ამ ხელშეკრულების შინაარსს, არც თარიღები ვიცი, როდის იყო გაფორმებული და როდემდე იყო. ეს ერთმანეთში უნდა გაარკვიონ და დალაგდნენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ მორიგ განცხადებაში ვკითხულობთ, მათ ქვეყნის მასშტაბით, უსასყიდლოდ, 40 გარე სარეკლამო მონიტორი და 14 სარეკლამო ბილბორდი განათავსეს.
წერილში ნათქვამია, რომ ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება მაშინ, როდესაც კორონავირუსით ათასობით ადამიანი ავადდება და ათეულობით იღუპება.
„ჩვენ სრულიად ვემიჯნებით ნებისმიერი ფორმით გამოხატულ ქმედებას თუ ქმედებებს, რომელიც გამოიწვევს სიძულვილს, აგრესიას და ჩვენი ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას.“