„მნიშვნელოვანია, დედაქალაქში სწრაფად აღდგეს წყალმომარაგება, იქამდე კი მოსახლეობას უნდა ჰქონდეს მეტი ინფორმაცია წყლის მიწოდების გრაფიკზე“ - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მაგისტრალურ ქსელზე აუცილებელი გადაერთებითი სამუშაოების ჩატარების გამო წყალი შეუწყდება ვაკე-საბურთალოს, მთაწმინდა-კრწანისისა და დიდუბე-ჩუღურეთის რაიონების ნაწილს.