როგორც მაგთიკომში აცხადებენ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს „ანტიკორუფციული ბიუროს“ მიერ საკითხის ობიექტურად შესწავლაზე.
კომპანიის განცხადებით, მარეგულირებლისგან გავრცელებული ინფორმაცია არის არასწორი და ის აფერხებს ახალი ტექნოლოგიის დანერგვის და განვითარების შესაძლებლობას.