შეხვედრების მიზანი იყო მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლები ადგილზე გაცნობოდნენ Log-in Georgia-ს პროექტის "ციფრული მხარდაჭერის პროგრამაში" ჩართულ მხარეებს, მათ შორის, პროგრამის ბენეფიციარებს.
"Happy Onlife" ონლაინ აპლიკაციაა მოზარდებისთვის, რომლის მიზანია, ბავშვებმა თამაშის გზით ისწავლონ ციფრული მედიის უსაფრთხო და პასუხისმგებლიანი გამოყენება, ონლაინ კონტენტის კრიტიკული შეფასება და ანალიზი.
როგორც კომისიაში აღნიშნავენ, ივანე მახარაძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოში მედიის თავისუფლება და პლურალიზმი სრულად დაცულია, ამასთან მახარაძემ შეხვედრის ფარგლებში იმ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მედიას კვლავ აქვს.
"თეორიული ნაწილის გარდა, ტრენინგი პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა. ჟურნალისტებმა განიხილეს ადგილობრივ და საერთაშორისო მედიაში არსებული როგორც საუკეთესო მაგალითები, ისე - დაშვებული შეცდომები" - აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.