LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი » კონგრესმენების ვიზიტი საქართველოში

კონგრესმენების ვიზიტი საქართველოში

ხელისუფლება უზურპირებულია, ყველა ინსტიტუტი დაქვემდებარებულია ოლიგარქს – თინა ბოკუჩავა კონგრესმენებთან შეხვედრაზე

მისი თქმით,  საერთაშორისო პარტნიორები ამასაც აღიქვამენ არამხოლოდ როგორც დემოკრატიულ გამოწვევას, არამედ საქართველოსთვის უსაფრთხოების გამოწვევას.

ოპოზიციის ლიდერებს სერიოზულად აწუხებთ სასამართლოსა და დამოკრატიული ინსტიტუტების განვითარების საკითხი: კონგრესმენი სისილინი

როგორც სისილინმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს, რათა დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს.

ეს არის გზავნილი, რომ აშშ-ისთვის საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი – გიორგი ვაშაძე კონკგრესმენების ვიზიტზე

ვაშაძის თქმით, კონგრესმენებთან საუბარი არის შესაძლებლობა გაჟღერდეს ის ეროვნული ინტერესები რაც ამერიკელი პარტნიორების წინაშე არსებობს.

კონგრესმენთა დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანი გზავნილია, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ საქართველოსთან თანამშრომლობას: ზალკანიანი

„განსაკუთრებული მადლიერებით აღინიშნა ის მხარდაჭერა, რომელიც აშშ-ს ჰქონდა ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესში,“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.