მათი ცნობით, 5 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 49 საქმეზე 28 შეთანხმება გააფორმა.
კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, მარეგულირებელმა უწყებებმა, სექტორულად - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები, მიღებული შედეგები და აღსრულების მექანიზმები განიხილეს.
"კვირეულის დაგეგმვის პროცესში ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და სხვადასხვა უნივერსიტეტებში, პროექტის "დაიწყე კარიერა კონკურენციის სააგენტოში" ფარგლებში, სტუდენტებთან სამუშაო შეხვედრები გავმართეთ".