სააგენტოს ინფორმაციით, 8 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 84 საქმეზე - 48 შეთანხმება გააფორმა.
მონაწილეებმა ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები, სააგენტოს მიერ მომზადებული ინიციატივები, კონკურენციის პოლიტიკის გაუმჯობესების მიზნით სააგენტოს მიერ განხორციელებული და მიღწეული შედეგები განიხილეს.
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „აიპლიუსის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა და დარღვევის ფაქტი დაადგინა.
„გაფორმებული პირობითი ვალდებულების შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია განხორციელებული ქმედებების შესახებ, 4 (ოთხი) თვის ვადაში, სააგენტოს შესრულებული ვალდებულებების მტკიცებულებები წარუდგინოს“.