"ვიცით, რომ მოსახლეობას ბევრი პრობლემა აქვს და ვერ დავუშვებდით, რომ ასეთი ადამიანები ჩვენს გვერდით, მაღალ თანამდებობებზე იყვნენ," - განაცხადა გორის მერმა.
ჟურნალისტის კითხვაზე რატომ დაბრუნდა 5 დღის შემდეგ, როცა მის დაქვემდებარებაში მყოფ რეგიონში ოკუპანტები მიწას იტაცებდნენ, მერი პასუხობს, რომ იმაზე მეტს ვერ გააკეთებდა, რასაც მისი წარმომადგენლები აკეთებდნენ. მისივე თქმით, მოადგილე საქმის კურსში აყენებდა.