"ფორტუნასთან" საუბრისას მაია ჩხაიძემ კორონავირუსის ახალ ვარიანტთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ „ომიკრონი" განსაკუთრებით სწრაფად მოზარდებში ვრცელდება, ამიტომ ვარაუდობს, რომ რამდენიმე კვირაში ბავშვებში სავარაუდოდ შემთხვევების რაოდენობა მოიმატებს.
მისივე განმარტებით, საქართველოში ბავშვების ვაქცინაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ჯერჯერობით ეს პროცესი ძალიან აქტიური არ არის.