"ხველა შეცვლილი ტემბრით და მყეფავი ხველა, რაც კრუპს ახასიათებს. საერთო ჯამში, ამ ნიშნების ხანგრძლივობა დიდი არ არის და სამი, ოთხი დღე გრძელდება" - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
"ომიკრონით ინფიცირებული 52 297 ადამიანიდან მხოლოდ ერთი გარდაიცვალა, მაშინ როდესაც "დელტათი" დაავადებული 16 982 პაციენტიდან ლეტალური შედეგი 14 შემთხვევაში დადგა".
მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინები მძიმე დაავადებისა და სიკვდილის პრევენციის კუთხით ძალიან ეფექტურ საშუალებად რჩება, ისინი სრულად ვერ აფერხებენ გადაცემას.