"მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო სექტორი და კრიტიკული მედია წლებია კორუფციის კონკრეტულ ფაქტებსა და ტენდენციებზე საუბრობენ, მთავრობის მხრიდან კორუფციის წინააღმდეგ სისტემური ნაბიჯები არ გადადგმულა."
ჭიჭინაძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ერთადერთი, რაც ისწავლა და კარგად გამოსდის, საკუთარ მოსახლეობასთან დიდი კედლების აგება და პოლიციური სანქციებია.
"დროა" ქარელის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ქონების პრივატიზების იმ შემთხვევებზე საუბრობს, როდესაც მფლობელები "ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირები გახდნენ.