უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, ღამის კლუბების მეპატრონეებთან კონსენსუსის მისაღწევად კონსულტაციები ინტენსიურად მიმდინარეობს.
„რაც შეეხება შრომის ინსპექციას და ჩატარებულ ღონისძიებებს, ცხადია, ჩატარებული ღონისძიებების შესახებ ვიცით და არასწორი ინფორმაციაა, რომ შრომის ინსპექციას რეაგირება არ მოუხდენია“,- განაცხადა ღიბრაძემ.
„ყველამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ქვეყანა არის სერიოზულ ეპიდსიტუაციაში და მარტო ის, რომ გემუქრებით ჯარიმით, დალუქვით, ასევე არ უნდა იყოს,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.