ლაილაში-ღუს გზაზე განვითარებულ მეწყრულ პროცესს კავშირი არ აქვს ქვედა ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან: გარემოს ეროვნული სააგენტო
24 მარტს ცაგერის მუნიციპალიტეტში, ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყრული პროცესები განვითარდა. მეწყრულმა მასამ საავტომობილო გზა დააზიანა და 10 ოჯახი გარესამყაროს მოწყვიტა.
