„ბოლო პერიოდში დეპოზიტების, დანაზოგების მიმართულებით ლარის მიმართ ნდობა საკმაოდ გაიზარდა“ - აღნიშნული განცხადება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ გააკეთა.
„რუსულმა კანონმა“ ლარის კურსზე მძიმედ იმოქმედა და მისი მკვეთრი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად ეროვნულ ბანკს ბოლო ერთ თვეში, 168 მილიონი დოლარის გაყიდვა მოუწია - მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა ცდილობს, დემაგოგიური განცხადებებით გადაეფაროს მთავრობას და ლარის გაუფასურება ერთჯერადი მოთხოვნის ზრდით ახსნას“ - აღნიშნული განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ გააკეთა.
საქართველო კულტურის მინისტრის განცხადებით, ქვეყანაში ეკონომიკის ისეთი სისტემაა შექმნილი, რომელიც რყევებს უძლებს და მდგრადია, ამიტომ ეროვნულ ვალუტას საფრთხე არ ემუქრება.