ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (-90 კგ) პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა. ის პირველი ქართველი ძიუდოისტია, რომელიც ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
„დიდება უფალს! ყველას მადლობას გიხდით - გულშემატკივარს, სრულიად საქართველოს, ემიგრანტებს“ - ამის შესახებ ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის მამა, გელა ბექაური საუბრობს.