LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლაშა ბერიძე

პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძესა და ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ

სახელმწიფო ბრალდება ხუთივე მათგანის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.

„ბრალად წარდგენილ ქმედებას არ აღიარებს – მისი პოზიციაა, არანაირი კომენტარი არ გავაკეთო, ვიდრე დეტალურად არ გავერკვევით საქმის ვითარებაში“ – ლაშა ბერიძის ადვოკატი

როგორც ჟურნალისტებთან თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ ადვოკატმა განმარტა, ლაშა ბერიძის სურვილია, მისმა ადვოკატმა მედიასთან კომენტარი არ გააკეთოს.

პროკურატურამ პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება ოფიციალურად წარუდგინა – რას აცხადებენ პროკურატურაში

პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა.

შსს: დაკავებულები არიან მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე

აღნიშნული განცხადება შსს-ს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე გააკეთა.