„დემოკრატიული ოპოზიცია ერთიანია მოთხოვნებში, რომლებიც უკავშირდება რეპრესიების შეწყვეტას, ახალ არჩევნებს, ვმუშაობთ გეგმაზე, რომელიც ეფექტიანს გახდის ჩვენს ბრძოლას“, - აცხადებს ფარულავა.
„ვინმეს დაავიწყდა 2018 წლის არჩევნები, ის თუ რაც მოხდა ზუგდიდში, მასწავლებლებისგან და დირექტორებისგან მორჩილებას რომ ითხოვდნენ და კონკრეტული ადამიანი რომ შეეწირა?“- განაცხადა ლაშა ფარულავამ.
ფარულავას თქმით, ივანიშვილის პარტიამ შუბებით, ქვებით და რკინის ნაჭრებით შეიარაღებული ბანდიტური დაჯგუფება ჩამოაყალიბა, რომელიც დემოკრატიულ ძალებს, მათ შორის „ნაციონალურ მოძრაობას“ პირდაპირ ესხმის თავს.