მოსამართლე ლევან ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით, ჯიოშვილს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების საფუძველზე, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას გულისხმობს.
„ამას ჰქვია საკუთარი მოქალაქეების დატერორება... ადამიანების დაკავებას აქვს წესი და არ შეიძლება პოლიცია იქცეოდეს კრიმინალების ბანდასავით“ - წერს ტორესა მოსი.