ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ლაშა ხუციშვილმა მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს მადლობა გადაუხადა საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის არსებული პროდუქტიული თანამშრომლობისთვის.
საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დინამიკას, საბაჟო კონტროლის შესაძლებლობების გაზრდის მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერის საკითხებს, რაც ხელს უწყობს რეგიონში კანონიერი ვაჭრობის კონტროლის განვითარებას.