„ბევრჯერ მიფიქრია და ჩემი სპორტული გამოცდილებიდან გამომდინარე ვფიქრობ ხოლმე, რომ ალბათ პიკში ვართ-მეთქი, ამ ჩვენი წარმატებიდან გამომდინარე და ახლა სჭირდება სპორტს ყველაზე დიდი ხელშეწყობა“.
მმართველი გუნდის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების შემდეგ, პარლამენტში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები მედიასთან შეფასებებს აკეთებენ.
„ქართული ოცნების“ ახალმა დეპუტატებმა და სპორტსმენებმა, გენო პეტრიაშვილმა და ლაშა ტალახაძემ მომავალი პრეზიდენტის შესახებ ჟურნალისტის დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.