ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის გადაწყვეტილებას, რომელიც „ქართული ოცნების“ გუნდს შეუერთდა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილმა ამ გადაწყვეტილების გამო ლაშა ტალახაძე გააკრიტიკა.
ელისაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით ამბობს, რომ მმართველი გუნდის საარჩევნო სიაში სპორტსმენების - ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის ნახვა გულდასაწყვეტია, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მათთან ერთად დაამარცხებენ.