„პარტიის პოლიტიკურმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება „ლეიბორისტული პარტიის“ პარლამენტში შესვლაზე. ჩვენ რეჟიმის ჩამოშლა საპარლამენტო ბერკეტების გამოყენებით უნდა დავიწყოთ.“ - თქვა შალვა ნათელაშვილმა.
ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი - გაუუქმებს თუ არა მანდატებს "ლელოს" ლიდერს, ბადრი ჯაფარიძესა და "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს, შალვა ნათელაშვილს