სამართალი აქციაზე დაკავებული რევაზ კიკნაძე მოსამართლეს: „ვაცის ნადიმი” იმაზეა, თუ როგორია დიქტატორის, ტოტალიტარის და ტირანის ბოლო – ზოგადად, ყველა ტოვებს დიქტატორს და მარტოობაში კვდება – მონობას არასდროს ერქმევა მშვიდობა!“ სალომე სარიშვილი 6 თებერვალი, 2025 მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა, ბრალდებულს მოუწოდა, რომ საქმის გარემოებებზე ესაუბრა, ასევე, მიუთითა, რომ სასამართლოში იმყოფება და შესაბამისი ეტაპების დაცვა მოეთხოვება.