„2 იანვარს „MONO HALL-ში“ გაიმართება ჩემი და ჯგუფი „ჩვენი ბენდის“ სოლო კონცერტი. ჩემი მიზანია, რომ აქციის დროს დაზარალებულების ოჯახებს დავეხმარო. მთელ ჩემს ჰონორარს, ნანუკა ჟორჟოლიანის ფონდში გადავრიცხავ“ - ლელა წურწუმია
„ლელას და ჩემს მუსიკოსებს დიდი სურვილი გვაქვს შევიტანოთ ჩვენი პატარა წვლილი აქციების დროს დაზარალებული ადამიანების მხარდასაჭერად“ - წერს კახა მამულაშვილი.