ჯაფარიძის განცხადებით, ახალ ფრაქციას - „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის," რომელიც საკანონმდებლო ორგანოში დღეს შეიქმნა, ამ პარლამენტის მუშაობის პერიოდში, მნიშვნელოვან სიტყვას აუცილებლად იტყვის.
"ალბათ ყველა ხვდება იმ კვალიფიკაციას და დიდ ენერგიას, რომლითაც ჩვენ შემოვედით პარლამენტში, რომ ბოლომდე მივიყვანოთ შარლ მიშელის დოკუმენტი," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.