პარტიაში ამბობენ, რომ პრემიერი ვალდებულია პასუხი გასცეს ყველა იმ შეკითხვას, რომელიც სანქციების რეჟიმთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციას უკავშირდება.
"როცა საქართველოში არიან ამ ბარბაროსული აქტების თვითმხილველი, გადამტანი და მსხვერპლი უკრაინის მოქალაქეები, მათ თბილისის ქუჩებში არ უნდა ხვდებოდეთ მათი ცხოვრებისა და ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ბარბაროსული ომის გამამართლებელი სიმბოლოები" - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.