სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კვლავ ახდენენ ადამიანის სიკვდილით სპეკულირებას, მით უმეტეს, შობის დღესასწაულზე,“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც თინათინ კახიძე „ტვ პირველთან“ საუბრისას აცხადებს, მისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რას დაასახელეს ხელისუფლება სიკვდილის მიზეზად, თუმცა UNESCO-ს სია კიდევ ერთი დასტურია, რომ ლექსო ლაშქარავა მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად გარდაიცვალა.
„UNESCO“-ს მიერ, „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას, 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეყვანას, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა ეხმიანება.