ელისაშვილის თქმით, მხარეებმა დაპირისპირება უკანა პლანზე გადაწიეს, რათა ქართველი ხალხისთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რეალური ალტერნატივა შეეთავაზებინათ.
„ჩვენ პლატფორმაში ნახავთ ადამიანებს, რომლებიც ჩამოყალიბებული, შემდგარი, პროფესიონალები არიან. ისინი ამბობენ, რომ ახლა არის დრო, როდესაც ჩვენ უნდა ვიყოთ ერთად საქართველოს მომავლისთვის“ - ამის შესახებ ახლად დაფუძნებული პოლიტიკური მოძრაობის - „თავისუფლების მოედანი“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.