სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე.
საქართველოს ყოფილი ვიცე-პრემიერი, ლევან დავითაშვილი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი სუს-ში გამოკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ.