იოსელიანის თქმით, ის არ აპირებს სასამართლოს ფუნქციაში ჩარევასა და რაიმეს მითითებას, თუმცა, თვლის, რომ ამაღლობელის საქმეზე უფრო ლმობიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლიათ.
ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში, რომელიც უწყებამ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმესთან დაკავშირებით გაავრცელა.
„ყველა პარტიას და თითქმის ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას ჩვენ პირადად დავუკავშირდით და ვთხოვეთ მოეწოდებინათ ინფორმაცია. არავინ არ მომაწოდა ინფორმაცია“ - თქვა ლევან იოსელიანმა.