როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ერთის მხრივ, არ სურთ რეპუტაციის დაზიანება არასწორი დასკვნით, ხოლო მეორეს მხრივ, რეალური ანგარიშის გამოქვეყნების შემთხვევაში კვლავ დაფიქსირდება, რომ არჩევნები მაღალ დონეზე ჩატარდა, რასაც მძიმე პოლიტიკური წნეხი მოჰყვება.
„მათ სურთ, რომ არეულობა მოხდეს არჩევნებამდე იქიდან გამომდინარე, რომ განწირულები არიან. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ საშტაბო მუშაობას და ვიღებთ ძალიან ბევრ მოქალაქეს“
ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება ოპოზიციის ლიდერების შეწყალებასა და მათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.